ყველა ქვეყანაში ახალ წელს სხვადასხვანაირად აღნიშნავენ. შევეცადე მომეძია ინფორმაცია თუ როგორ აღნიშნავენ ახალ წელს ცნობილ ქვეყნებში და გამეზიარებინა ეს ინფორმაცია თქვენთვის.
საქართველო
საქართველო პატარა, მაგრამ მრავალფეროვანი ქვეყანაა და ამიტომ აქ, მის სხვადასხვა რეგიონში, ახალი წლის შეხვედრის განსხვავებული ტრადიციები და რიტუალები არსებობს. თუმცა, არის რამდენიმე დეტალი, რომელიც საქართველოს ნებისმიერი კუთხისათვის აუცილებელი ატრიბუტია. ერთ–ერთი მათგანია თოვლის პაპა (ბაბუა), რომელიც მიუხედავად ევროპული სანტა კლაუსების მოჭარბებისა, ჩვენში ყმაინც წლის უმნიშვნელოვანესი დღესასწაულის ერთ–ერთ მთავარ ატრიბუტად რჩება.
საქართველოში საუკუნეებია არსებობს მეკვლეს ტრადიცია, რომლის არჩევასაც ოჯახი ძალიან მნიშვნელოვნად თვლის, რადგან სწორედ მეკვლეზე და მის ფეხბედნიერობაზე დამოკიდებული მომავალი წლის ხვავი, ბარაქა და ბედნიერება ოჯახში. მეკვლეს საახალწლო ხონჩით ხვდებიან.
იტალია
იტალიაში ტრადიციულად ახალ წელს თავისუფლდებიან ძველი ნივთებისგან. რაც უფრო მეტი ძველი ნივთია გადაგდებული საახალწლოდ მით უკეთესია. სწორედ ამიტომ ახალი წლის ღამეს აქ ფანჯრებიდან ცვივა ძველი ნივთები, და უნდა იყოთ ფრთხილად თუ არ გსურთ რომ თავზე დაგეცეთ უთო ან ხის მაგიდა :) ითვლება, რომ განთავისუფლებულ ადგილს აუცილებლად დაიკავებენ ახალი ნივთები. იტალიელებს აქვთ კიდევ ერთი საინტერესო ტრადიცია– ახლობლებს ჩუქნიან წითელი ფერის თეთრეულს, რადგან სწორედ წითელი ფერი წარმოადგენს სიახლის სიმბოლოს. პატარა იტალიელები საჩუქრებს ელოდებიან ქალი „თოვლის ბაბუისგან“, ეს არ არის ფიფქია. როგორც წესი ის ხანდაზმული ქალბატონია სახელად „ლა ფებანა“, რომელიც საჩუქრებს არიგებს 7 იანვარს.
ავსტრია
ავსტრიაში მცნებათა წიგნის მიხედვით აუცილებელია ახალ წელს მოისმინო წმინდა სტეფანეს ტაძარზე აღმართული „მსოფლიო ზარების“ სადღესასწაულო რეკვა. ამიტომ ათასობით ადამიანი 31 დეკემბერს იკრიბება ტაძრის მოედანზე.
ძველად კი ბედნიერების მომტანად ითვლებოდა საახალწლოდ საკვამურის მწმენდავთან შეხვედრა. ვინც მას შემთხვევით შეეხებოდა და მოისვრებოდა აუცილებლად ექნებოდა წარმატებული ახალი წელი.
ძველად კი ბედნიერების მომტანად ითვლებოდა საახალწლოდ საკვამურის მწმენდავთან შეხვედრა. ვინც მას შემთხვევით შეეხებოდა და მოისვრებოდა აუცილებლად ექნებოდა წარმატებული ახალი წელი.
პანამა
პანამაში ახალ წელს წამოუდგენელი ხმაურია: მანქანების საყვირის ხმა, ადამინების ყვირილი..
ყველაფერი ეს კი ეფუძნება უძველეს თქმულებას, რომლის თანახმად ხმაური აფრთხობს ავ სულებს.
ყველაფერი ეს კი ეფუძნება უძველეს თქმულებას, რომლის თანახმად ხმაური აფრთხობს ავ სულებს.



